QA Manual Tester
Galt & Taggart · Tbilisi, Georgia
Investment Banking · 51-200 employees
About the role
The QA Manual Tester will analyze business requirements, define test types, and coordinate the end-to-end testing process for Agile user stories. They are responsible for executing Black Box and White Box tests, documenting defects, and performing regression testing to ensure software quality.
What they look for
Requirements
Candidates must have at least 2 years of experience in IT with a strong understanding of testing methodologies, tools, and processes. Proficiency in both Georgian and English, along with experience in STLC and SDLC, is required for this role.
Full description
საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის Agile გუნდში, ვეძებთ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მანუალ ტესტერს.
თუ გაინტერესებს ტექნოლოგიური სფერო, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე ზრუნვა, ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაზე ზრუნვის პროცესი - შემოგვიერთდი QA ტესტერის პოზიციაზე.
შენი როლით გუნდში
- გაანალიზებ ბიზნეს ამოცანების მოთხოვნების დეტალებს და გაივლი კონსულტაციას დაინტერესებულ მხარეებთან შესასრულებელი ამოცანების სწორად აღსაქმელად;
- თითოეული ამოცანის (user story) შესაბამისად განსაზღვრავ ტესტირების ტიპებს, რაც საჭირო იქნება ტესტირების ფაზის უზრუნველსაყოფად;
- დააზუსტებ ინფორმაციას ტესტირების პრიორიტეტებთან დაკავშირებით;
- გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ამოცანების შეფასებაში;
- დაგეგმავ, შეაფასებ და კოორდინაციას გაუწევს ტესტირების პროცესს;
- შექმნი და განაახლებ მოთხოვნების ანალიზის შედეგად საჭირო ტესტ ქეისებს;
- ჩაატარებ ტესტირების პროცესს Black Box და White Box მეთოდებით;
- დააიდენტიფიცირებ, დოკუმენტირებას გაუკეთებ და მეთვალყურეობას გაუწევ ხარვეზებს;
- ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ უზრუნველყოფ რეგრესიული ტესტირების ფაზას;
- მოამზადებ დეტალურ სამომხმარებლო დოკუმენტაციას ფუნქციონალური განახლებისას.
IT ხარისხის მართვის პოზიციაზე საჭიროა:
- ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და პროცესების კარგი ცოდნა;
- ტესტ სცენარების და ტესტ ქეისების გამართულად და სტრუქტურიზებულად ჩამოყალიბების უნარი;
- White Box და Black Box ტესტირების გამოცდილება;
- STLC-ის და SDLC-ის ცოდნა;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
- პროაქტიულობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის პროცესებში;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
- ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება;
- ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
- როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
სამუშაო გამოცდილება:
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
რას ჩავთვლით უპირატესობად:
- SQL, Oracle PL/SQL - ის საფუძვლიანი ცოდნა;
- ამოცანებისა და ტესტ ქეისების მენეჯმენტისთვის საჭირო ხელსაწყოების ცოდნა: Jira, Zephyr Scale;
- ავტომატიზაციის მიდგომების, Framework-ებისა და ხელსაწყოების ცოდნა - Web, Mobile Platform-ების სხვადასხვა Framework - ებისთვის (Selenium, Appium);
- ISTQB სერტიფიცირება;
- იცნობ CI/CD-ის პროცესის ზოგად მიდგომებს და ინსტრუმენტებს;
- Agile Framework-ით მუშაობის გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა პოზიციამ, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე და დააჭირე ღილაკს "გამოაგზავნეთ განაცხადი". გამოგზავნის ბოლო ვადაა 13/08/2026